წულუკიანი: ბევრი საათი მოვანდომეთ ახსნას, რომ ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების მესამე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცე პრემიერის თეა წულუკიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც ავღანეთში და ერაყში არსებობს.

“დღეს ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც არსებობს მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში და ორი ქვეყანა დასახელდა, ეს არის ვაღანეთი და ერაყი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება, მითუმეტეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს ჩვენს მუნიციპალიტეტს.

ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი საათი მოვანდომეთ იმის ახსნას, რომ ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად