წულუკიანი: არ გვყავს მეფე ან დედოფალი, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და აქვს ვალდებულება დაასაბუთოს

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მარიამობის შეწყალების აქტში 140-ე მუხლით არე ერთი პატიმარი შეწყალებული არ არის. სსკ-ის 140-ე მუხლი გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

„მარიამობის შეწყალების აქტში 140-ე მუხლით არე ერთი პატიმარი შეწყალებული არ არის. თუ დადასტურდება, მერე ვისაუბროთ. შეწყალებაზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების შედეგებია ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე რას ვფიქრობ და რას ვიტყვი, მთავარია გამოძიება რას გვეტყვის.

აუცილებელია, როდესაც პრეზიდენტი ამ თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ მან შეძლოს, თუკი რომელიმე კონკრეტულ შეწუყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან ახსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადწყვეტილება. ჩვენ არ ვართ სამეფო, ჩვენ ვართ რესპუბლიკა, ჩვენ არ გვყავს მეფე ან დედოფალი, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი და პრეზიდენტს რა თქმა უნდა, აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი რესპუბლიკაში დაასაბუთოს, თუ რატომ მოხდა. დასაბუთებაში არ იგულისხმება რამდენიმე გვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება ახსნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად