წულუკიანი: არ დაგიმალავთ, გამიხარდა შალვა თადუმაძის ინტერესი, უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე

“შალვა თადუმაძე შესანიშნავი გენპროკურორია, პოლიტიკურად ნეიტრალური”,-ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტირებისას განუცხადა.

წულუკიანი თქმით, თუ გენერალური პროკურორი თანამდებობას დატოვებს, ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება.

“არ დაგიმალავთ, რომ მისი ამ ინტერესის შესახებ გამიხარდა კიდეც, მაგრამ დაველოდოთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან წინ მას უწევს კონკურსი. რაც შეეხება გენპროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას, რა თქმა უნდა ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება, შესანიშნავი გენპროკურორია, პოლიტიკურად ნეიტრალური, მან ეს საქმეში აჩვენა და ამ მხრივ ვფიქრობ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იქნება,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება, რომელიც ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. შალვა თადუმაძე კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სიაშია, რაც მიუთითებს იმაზე რომ შესაძლოა ახალი პროკურორის არჩევნები ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...