წულუკიანი: 8 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება ჩემ პოლიტიკურ მომავალს, მე, თუ კი ეს იქნება ქართული ოცნების სურვილი ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში მათთან.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას , ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული 8 წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამოაზრე პირები საქმიანობისა იუსტიციის სამინისტროში.

პირადად ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდები როგორი იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილება. მანამდე პერიოდში კი რამდენიმე რეფორმა გვაქვს ჩვენ მისაყვანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად