წულუკიანი: 2020 წლის არჩევნებზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში

ამის შესახე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება ჩემ პოლიტიკურ მომავალს, მე, თუ კი ეს იქნება ქართული ოცნების სურვილი ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში მათთან.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას , ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული 8 წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამოაზრე პირები საქმიანობისა იუსტიციის სამინისტროში.
პირადად ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდები როგორი იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილება.
მანამდე პერიოდში კი რამდენიმე რეფორმა გვაქვს ჩვენ მისაყვანი

მე პრადად, როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირი ვაპირებ, ძალიან აქტიურად ვიყო ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ჩართული და მჯერა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანი სისტემა გაისად ამ დროსაც იქნება მართული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს.
მე, მინისტრს მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე, ვიყო სუპერ აქტიური ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, არ ვგულისხმობ 2012 წელის საარჩევნო კამპანიაში.
მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად