წუხელ, გვიან ღამით უკრაინაში, ჟიტომირის ტყეში, სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა

ინფორმაციას ჟიტომირის ტყეში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო თავის ფეისბუქით ავრცელებს

ჟიტომირის მხარეში, პოპელნიანსკის რაიონის სოფელ ნოვოსელიცას მახლობლად, გუბურასთან არსებულ სადგომში, კიეველთა კამპანია ისვენებდა. ძველი მეგობრები მორიგ ჯერზე ესტუმრნენ ამ ადგილს სათევზაოდ.

სულ, ძიების ხელთ არსებული მონაცემებით, მასპინძლის, სადგომის მოიჯარის, 1962 წელს დაბადებული ზ-ს ჩათვლით, კამპანია 9 კაცისგან შედგებოდა.

ალკოჰოლიანი სასმელების დალევის შემდეგ 6 დამსვენებელი დასაძინებლად დაწვა, გუბურას ნაპირთან მდებარე ფარდულში, ორმა კი სადგომის მოაჯარესთან ერთად განაგრძო სმა.

ღამის დაახლოებით 1 საათზე, სადგომის მოიჯარემ, პროფესიონამა მონადირემ, მოულოდნელად წარმოშობილი მძაფრად მტრული ურთიერთობის ნიადაგზე აუტეხა სროლა სტუმრებს თავისი გლუვლულიანი, “იჟ”-ის მარკის სანადირო თოფიდან.

თავდაპირველად მონადირემ გვერდით მყოფი ორი სტუმარი მოკლა, შემდეგ კი მძინარეებს მიადგა. მან სულ 7 კაცის მოკვლა მოასწრო. მხოლოდ ერთმა მოახერხა ტყისკენ გაქცევა, შემდეგ კი სოფლამდე მისვლა და პოლიციის გამოძახება.

პოლიციამ 7 კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა და შემთხვევის ადგილიდან მასობრივი მკვლელობის იარაღი ამოიღო.

ანტონ გერაშენკოს თქმით, დაკავებულს, შერაცხადობის დადგენის მიზნით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად