ცუკერბერგი: Facebook-ი მზად არის, ხელი შეუშალოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობებს

ამერიკული კომპანია Facebook-ი მზად არის, წინ აღუდგეს შესაძლო მცდელობებს შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჩარევას და დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ფონზე. ამის შესახებ განაცხადა ხუთშაბათს BBC-ს ინტერვიუში Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა.

“ჩვენ 2016 წლიდან ბევრი რამ ვისწავლეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია დავიცვათ მომავალი არჩევნების მთლიანობა.” – თქვა მან. იგი გულისხმობდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის 3 ნოემბერს.

პანდემიის დროს ფეისბუქის საინფორმაციო პოლიტიკაზე საუბრისას, ცუკერბერგმა თქვა, რომ სოციალურმა ქსელმა წაშალა მასალები, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 5G მობილური ქსელის გავრცელება, სავარაუდოდ, კორონავირუსის გავრცელებას იწვევს.

“ჩვენ არ გვინდა, რომ დეზინფორმაცია გავრცელდეს მთელს ქსელში, ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებელ კორექტორებთან. COVID-19-ის გაჩენის შემდეგ გამოჩნდა 7.5 ათასი დეზინფორმაციის შემცველი შეტყობინება და შედეგად, გამოვეცით 50 მილიონი გამაფრთხილებელი ეტიკეტი გამოქვეყნებული მასალებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ეფექტურია, რადგან შემთხვევების 95%-ში მომხმარებლები არ ხსნიან მასალას, რომელსაც გამაფრთხილებელი ეტიკეტი აქვს.” – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად