“ცრვენა ზვეზდას” 5 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

დღეს, 22 ივნისს, სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, სერბეთის ჩემპიონმა “ცრვენა ზვეზდამ” კლუბის 5 ფეხბურთელის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ განაცხადა

სერბეთის საფეხბურთო კლუბ “ცრვენა ზვეზდას” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიოციდების და სამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ კლუბის ფეხბურთელების კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ ინფიცირება დაუდგინდა 5 ფეხბურთელს – მარკო გობელიჩს, ნეგოშ პეტროვიჩს, დუშან იოვანჩიჩს, მარკო კონატარს და ბრანკო იოვიჩიჩს.
 
ჩამოთვლილი ფეხბურთელები თავს კარგად გრძნიბენ, იმყოფებიან სრულ იზოლაციაში და მუდმივ კონტაქქტში არიან კლუბის სამედიცინო გუნდთან. გობელიჩს, იოვანჩიჩს, პეტროვიჩს და კონატარს “პროლეტართან” სერბეთის სუპერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩის წინ ჰქონდათ სიმპტომები და წინასწარი სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე არ იმყოფებოდნენ იმ დღეს სტადიონზე. ბრანკო იოვიჩიჩს ( “პროლეტართან” მატჩში მეორე ტაიმის 21-ე წუთზე შეცვალა მწვრთნელმა – “აიპრესი”) სიმპტომები არ ჰქონდა და არც ამჟამად აქვს, თუმცა მისი ტესტირების შედეგი დადებითია.
 
ფეხბურთელების მდგომარეობა გულმოდგინეთ და შემდეგი სეზონის დაწყების წინ ახალი ტესტირება ჩატარდება, – ნათქვამის კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კონტროლდება.
 
“ცრვენა ზვეზდას” მიერ გავრცელებული განცხადება სწრაფად მოექცა მსოფლიო სააგენტოების ყურადღების ქვეშ. მათ შეახსენეს მკითხველს, რომ საზოგადოების კრიტიკის ქვეშ მოექცა როგორც 20 ივნისის მატჩი “ცრვენა ზვეზდას” და “პროლეტარს” შორის, რომელსაც 20 000 მაყურებელი ესწრებოდა, ასევე 10 ივნისს ბელგრადში ჩატარებული სერბეთის თასის ნახევარფინალურ მატჩი “პარტიზანს” და “ცრვენა ზვეზდას” შორის, რომელსაც 15 000 მაყურებელი ესწრებოდა.
 
“პროლეტართან” ბოლო ტურის მატჩი “ცრვენა ზვედამ” 2:1 მოიგო, ჩემპიონატი 78 ქულით დასრულა და 14 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე გასულ “პარტიზანს” , 10 ივნისის ნახევაფინალური შეხვედრა “პარტიზანთან” კი მან 0:1 დათმო.
 

შეახსენებთ, რომ სერბეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრას ესწრებოდა ფეხბურთის მოყვარულთა ჯგუფი მონტენეგროდან, რის შემდეგაც ერთ-ერთ მათგანს, ბელგრადიდან ბოსნიის გავლით მონტენეგროში დაბრუნებულს, კორონავირუსი დაუდგინდა.

https://ipress.ge/new/montenergos-shemdeg-koronavirusi-akhal-zelandiashits-dabrunda/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად