ცქიტიშვილი: უნდა შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს მინიმალურ ხელფასს

ამის შესახებ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ნაწილში პრინციპების დონეზე თანხვედრა არის.

 

„პრინციპების დონეზე გარკვეულ ნაწილებში თანხვედრა არის, თუმცა მას ამავე კანონში ჩაწერილი აქვს მინიმალური ხელფასის ზღვარი. ვფიქრობ, მინიმალური ხელფასი, შესაბამისად, მისი რეგულირება, გადახედვა და მექანიზმები, თუ როგორ დაუახლოვდეს საშუალო ხელფასს, ცალკე კანონის საგანია. ჩემი დამოკიდებულება ასეთია და ჩვენი კანონის სტრატეგია ასეთია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს მინიმალურ ხელფასს. ამ შემთხვევაში მგონია, რომ თანხვედრა მოხდეს, თუმცა დაანგარიშება სწორედ უნდა მოხდეს. უნდა ვიცოდეთ, რამდენი არის იმისთვის შესაძლებელი, რომ არ მოხდეს შრომის ბაზრის საკმაოდ მძლავრი შერყევა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, რომ ოპოზიციის აზრით, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ჩრდილოვან ეკონომიკას წაახალისებს, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის სტანდარტული არგუმენტები, რომელიც ყველა ქვეყანაში იყო, როდესაც ამ ტიპის რეგულაციებზე საუბარი იყო მე-19 მე-20 საუკუნეებში.

“სამწუხაროდ, ჩვენთან ახლა ხდება. მაშინაც კი იყო მსგავსი არგუმენტები ყველა ისეთ რეგულაციებზე, რომელიც ბავშვთა შრომას კრძალავდა ან ქალის შრომას ზღუდავდა. ბევრ ასეთ რეგულაციებზე იყო, რომ აპოკალიფსი იწყება, ბიზნესი ჩამოიშლება. არც ერთ ქვეყანაში ბიზნესი არ ჩამოშლილა. როდესაც შრომის უსაფრთხოების კანონს ვიღებდით, მაშინაც იგივეს გვეუბნებოდნენ, ბიზნესს ჩამოშლითო. არა თუ არ ჩამოიშალა, ამ კანონით კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ამიტომ, ეს არის სპეკულაცია, რომელიც არაფერს ეფუძნება გარდა შიშისა. ადამიანის უფლებების დაცვის ფობია გააჩნია ზოგიერთ ბიზნესს, ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ძალიან სწორ გზაზე მივდივართ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია, რომელიც დიმიტრი ცქიტიშვილმა გამოთქვა, ცალსახად გააუარესებს მშრომელთა მდგომარეობას.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად