ცქიტიშვილი: ჭორი იყო, ჩემი კანდიდატურა პრემიერად არ განიხილებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა არ განიხილებოდა.

“პრემიერ-მინისტრად ჩემი ნომინირების საკითხი იყო ჭორები, რომელიც მედიის სხვადასხვა საშუალებით ვრცელდებოდა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ხანდახან და ხშირ შემთხვევაში მედია სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას არ ეყრდნობა.

ეს ჭორი რეალობას არ შეესაბამებოდა, ჩემი კანდიდატურა არ იყო განხილული. მნიშვნელობა არ აქვს, განხილვაში არსებობდა თუ არა, ჩემი კანდიდატურა განხილვაში არ იყო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...