A1 ბანერი

ცქიტიშვილი: TBC ბანკის საქმის და ანაკლიის პროექტის დაკავშირება ერთმანეთთან არასწორია

“მიმდინარეობს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი. ბანკებს, კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ამ პროცესისთვის ხელი არ შეუშლია არავითარ კითხვას, არავითარ პროცესს. “,-ამის შესახებ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“მე საერთოდ ისე აღვიქვი რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე წინა მთავრობაში გულისხმობდა წინა პრემიერ მინისტრს. იმიტომ რომ ინტერესთა გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა 2014 წელს,  როდესაც  ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. შემდეგ ხელშეკრულება გაფორმდა და კონსორციუმი  გამარჯვებულად გამოცხადდა ბატონი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინფრასტრუქტურის მინისტრი ინისტრობის დროს და ახლა ბატონი მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს ასევე ხედავთ, რომ ძალიან ბევრი  ნაბიჯი ხელშემწყობი, ბოლო გადავადება თუნდაც რაც განხორციელდა, ასევე ბანკებთან მოლაპარაკება.

ანაკლიის პროექტის განვითარებას არ უწყობს ხელს ასე ვიტყოდი არც ერთი კითხვა, არც ერთი ასეთი ტიპის განცხადებები და არც დაძაბული ფონი და აჟიოტაჟი. მიმდინარეობს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი. ბანკებს, კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ამ პროცესისთვის ხელი არ შეუშლია არავითარ კითხვას, არავითარ პროცესს. აქედან გამომდინარე ამ საკითხების დაკავშირება ერთმანე​თთანარ არის სწორი,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა კურიერთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...