ცქიტიშვილი: საპენსიო შენატანების შეჩერების საკითხი ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის

ამის შესახებ ვიცეპრემიერიმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“საპენსიო შენატანების შეჩერების საკითხი ამ ეტაპზე გათვალისწინებულია რ არის. ჩვენ უნდა შევაფასოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელმა შეიძლება დაკარგოს სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეტება ახლა, ამ ეტაპზე, მცირე თუ დიდი რიცხვის დასახელება იქნება სპეკულაციური და არ შეესაბამე იმ რეალობას.
პირველ რიგში, ჩვენ დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონის პაკეტი შევთავაზეთ როგორც ჩვენ მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს, და ბიზნესისთვის შეთავაზებული პაკეტი იყო მიმართული სწორედ იმისკენ, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. ვინაიდან, ჩვენ ჯერ მხოლოდ დაახლოებით ერთი თვეა ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, აქედან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის რომ არ გაუშვას სამსახურიდან მისი კვალიფიცირებული პერსონალი.
ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამინების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით თუ რა ზომების მიღება ან რა ოდების თანხა იქნება საჭირო, ჩვენ დავაკმაყოფილოთ ადამინების მინიმალური საბაზისო საჭიროებები, რომელის შესაძლოა ამ ადამიანებს დასჭირდეთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებული მათი სესხების სამთვიანი პერიოდის გადავადებას.
დღეს ჩვენ 1 200 000 ათას ოჯახს და 671 ათას ოჯახს, ჩენმა გუნდმა დღეს შესთავაზა დროებითი ზომა, რომელიც შეუმსუბუქებს ხარჯებს და ყოფას” – განცხადა მაია ცქიტიშვილმა .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად