ცქიტიშვილი პრეზიდენტზე: დარწმუნებული ვარ, ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა

ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯართან დაკავშირებით.

” დარწმუნებული ვარ. ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც მან თქვა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯარიც გვყავს, შესაბამისის იარაღიც და აღჭურვილობაც აქვს ჯარს და რა თქმა უნდა, ჩვენ ჯარში მსახურობენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები”,-ამბობს ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად