ცქიტიშვილი: ნიკა გვარამია ამ ტელევიზიის საუკეთესო სახე არ ყოფილა

“თუ გენერალური დირექტორი შეიცვალა, არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიამ დამოუკიდებლობა დაკარგა, რადგან გვარამია ნამდვილად არ არის ამ ტელევიზიის საუკეთესო სახე და არც წლების განმავლობაში ყოფილა”.

 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა და  განმარტა, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იქნება არა დირექცია, არამედ ის ჟურნალისტები, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ეს არხი.

“ამ კომპანიის მთავარი რესურსი, ძალა და სიტყვის თავისუფლება გამომდინარეობს იმ ჟურნალისტური კორპუსიდან, იმ ჯგუფიდან, რომელიც იქ საქმიანობდა. მთავრი გარანტი სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ არხზე იქნება არა დირექცია, რომელმაც ნეგატივისკენ წაიყვანა ამ არხის რეპუტაცია, არამედ ის ჟურნალისტები, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ეს არხი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავად ეს ჟურნალისტები უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებულობასდა სამართლიან სიტყვას ამ კომპანიაში და არა სალია, ან ვინმე სხვა მფლობელი. ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლნიც არიან, რადგან ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს. რატომღაც გონია, რომ თუ ისინი დარჩებიან კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, იქნებიან მოღალატეები. ასე საკითხის დაყენება არ არის სწორი. ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე“, – განაცხადა დავით ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...