ცქიტიშვილი: მცირე, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფი ითხოვს გახარიას გადადგომას და არა საზოგადოება

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას შს მინისტრობიდან გადადგომას საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი ითხოვდა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

“საზოგადოება არ ითხოვს გახარიას გადადგომას. გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს საზოგადოების მცირე ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მხოლოდ ის ხალხი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების ნების გამომხატველია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გიორგი გახარიასთან მიმართებაში ძალიან ბევრი დადებითი შეფასება აქვს ნანახი.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გახარიასთან ერთად მისი კანდიდატურის განხილვას, მაია ცქიტიშვილი ამას ჭორს უწოდებს.

“ჩემი შესაძლო გაპრემიერება იყო ჭორი. ჩემი კანდიდატურა განხილული არ იყო“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა და აქვე დასძინა, რომ მას გაპრემიერების სურვილი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...