ცქიტიშვილი: მთავარი გამოწვევაა თუ რამდენად შევძლებთ გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

„ორშაბათს იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ხოლო ვინ იქნება სიაში, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. “ქართული ოცნება” ძალიან მდიდარია საკადრო რესურსით და ეტაპობრივად, ყველა სიახლეს გავაცნობთ საზოგადოებას“, – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია და მთავარი გამოწვევა არის ის თუ რამდენად შევძლებთ გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, მათ შორის, რამდენად შევძლებთ წინასაარჩევნო პროცესში ტემპერატურის დაწევას, იმას, რომ ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, უფრო პოზიტიურები და ერთმანეთს შევეჯიბროთ არა მხოლოდ დაპირებებით, არამედ გაკეთებული საქმეებით და კონკრეტული ხედვებით, რომელიც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს. რაც შეეხება ახალ სახეებს, აუცილებლად იქნებიან, ჩვენ წარვადგენთ ახალგაზრდებსაც, ქალბატონებსაც. ამაზე უფრო დეტალურად ორშაბათს ვისაუბროთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად