A1 ბანერი

ცქიტიშვილი: მინიშნება, თითქოს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს არ ავუშენოთ გზა და რკინიგზა, არასერიოზულია

ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით.

„მინიშნება იმაზე, თითქოს ჩვენ გადაწყვიტეთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს დაფინანსება მოძიებული, არ ავუშენოთ გზა და რკინიგზა, არასერიოზულია. გარწმუნებთ, პირველ რიგში, მთავრობის ინტერესში იყო, რომ ტენდერები არ ჩაშლილიყო და უკვე კონტრაქტი ყოფილიყო გაფორმებული. აზრს მოკლებულია იმაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება ჩვენ ჩაგვეშალა ტენდერი. ეს ბრალდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაჩნდეს საზოგადოებაში განცდა თითქოს მთავრობა ვერ ასრულებს რაღაცას.  მალე გამოვავლენთ გამარჯვებულს, გაწერილი გვაქვს გრაფიკი, რომელიც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეს პროექტი შესრულდება,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ თუკი კონსორციუმი  ანაკლიის პორტის განვითარებაში წელიწადნახევრაში დახარჯავს 400 მილიონ დოლარს და უზრუნველყოფს პორტის მშენებლობას იქ, სადაც დღეს ტალახია, ამ პერიოდში მთავრობაც მოასწრებს გზის და რკინიგზის მშენებლობას.

„ეს არის სპეკულაცია. ეს არ არის ის საკითხი, რომლის გამოც შეიძლება გვინდოდეს ინვესტორთან ხელშეკრულების დარღვევა და ამდენი დისკუსიის გამოწვევა,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...