ცქიტიშვილი მაკო გომურზე: დახმარების პროგრამა გაგრძელდება – ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, ივნისის აქციისას დაზარალებულ მაკო გომურის მკურნალობის თანხებთან დაკავშირებით რაიმე სახის უხერხულობა თუ შეიქმნა.

ასე გამოეხმაურა მაია ცქიტიშვილი დღევანდელ ბრიფინგზე მაკო გომურის განცხადებას, რომ მას თვალის პროტეზი სტკივა და დახმარებას არ უწევენ.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით მაკო გომურს, ასევე სხვა დაზარალებულებს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ეხმარებოდნენ და ეს პროგრამა გაგრძელდება.

„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ,  20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს რომ თვალის პროტეზი გაუტყდა ჯანდაცვის სამსახური მის თხოვნას დახმარების შესახებ ანგარისს არ უწევს.მაკო გომური: თვალის პროტეზი გამიტყდა და ავთო თალაკვაძის წასვლის შემდეგ ჰაერში ვარ გამოკიდებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...