ცქიტიშვილი: კომპანია მერიდიანმა შეგვატყობინა, რომ არ გაჩნია ანაკლიის პორტში მონაწილეობის შესაძლებლებლობა, ახსნა- განამარტებები არ მოგვითხოვია

ჩვენ გუშინ მივიღეთ წერილი, რომლითაც კომპანია მერიდიანი გვატყობინებდა, რომ ამ ეტაპზე არ გააჩნია პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა, ასეთია ფორმულირება და დეტალები, ახსნა-განმარტებები არ მოგვითხოვია, ისევე როგორც მანამდე არც კონტი ჯგუფისთვის მოგვითხოვია, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც კონსორციუმისგან ვიცით, არის რამდენიმე ფონდი, რამდენიმე ინვესტორი, ვინც ამ პროექტითაა დაინტერესებული და პირველ რიგში, კონსორციუმისგან უნდა მოვისმინოთ ინფორმაცია ამ ინვესტორებთან დაკავშირებით. რაც შეეხება წლის ბოლომდე ვალდებულებების შესრულებას, მე უკვე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ორი თვე არ არის დიდი ვადა, თუმცა, როგორც კონსორციუმი აცხადებს, მათ ჰყავთ დაინტერესებული ინვესტორები და შესაბამისად, მოდით, პოზიტიურად დაველოდოთ ამ პროცესს, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

დღეს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ კომპანიას მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება.

რაც შეეხება, საქართველოს პარლამენტში, ხვალ ანაკლიის პორტის საკითხის განხილვას, მაია ცქიტიშვილის თქმით, დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია, მან ბოლო თვეების  განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატში, სამჯერ მიაწოდა, ამ ეტაპზე კი, ამ თემაზე, პარლამენტში ღია შეხვედრების გამართვა სამუშაო პროცესს ხელს არ შეუწყობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად