ცქიტიშვილი ხაზარაძეს: რამდენიმე მილიარდის 6000-ზე მეტ პროექტს ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რამდენიმე მილიარდის ღირებულების 6 000-ზე მეტ პროექტს ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლებშიც 800-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და დაახლოებით 25 000 ადამიანია დასაქმებული-ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის შეფასებას გაჩერებულ ქვეყანასთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერმა, ასევე აღნიშნა რომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრომ, დაახლოებით, 1000-ზე მეტი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც მხოლოდ 90 ტენდერი გასაჩივრდა დავების საბჭოზე და არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.

ყველა ტენდერი არის სრულიად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად