ცქიტიშვილი “ევროპულ საქართველოს”: პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით!

თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით ამ ბოლო დროს განსაკუთრებით”,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობისერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

“რაში გამოიხატება პრო ევროპულობა და პროდასავლურობა? არა იმ სწორხაზოვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არა იმ სწორხაზოვან და პრიმიტიულ პოლიტიკაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და თუნდაც, ამ პარლამენტშია.

თუნდაც ის, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით ამ ბოლო დროს განსაკუთრებით.

აი ამაში მდგომარეობს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება, საქართველოში ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და თუნდაც, ანტიდასავლური, იმიტომ, რომ დასავლური პოლიტიკური აზროვნება გულისხმობს იმას, რომ თუნდაც, დასავლეთის მიმართ შეიძლება, კრიტიკული აზრი არსებობდეს და ეს აზრი არის ლეგიტიმური ზოგ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თუ არა იმ მეინსტრიმ პოლიტიკურ იდეას, რომელიც იმ ქვეყანაში შეიძლება იყოს.”-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად