ცქიტიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ფასეულობების დაცვა, ქრისტიანული ტოლერანტობის და ადამიანის თავისუფლების პატივისცემა

სახელმწიფოს მოვალეობაა სათანადო რეგირება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, რაც უკვე მოხდა უკვე და ასევე გაგრძელდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და, რა თქმა უნდა, დასაგმობია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს იმისთვის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იცავდნენ ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს. შესაბამისი რეაგირებაც იყო ძალადობის ფაქტებზე, 27 დაკავებული საკმაოდ დიდი რაოდენობაა, პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება და უნდა ველოდოთ შესაბამის რეაგირებას. ასეთი სახის აგრესიის გამოხატვა სრულიად მიუღებელია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ძალიან მკაფიოდ არის დაცული გამოხატვისა და აზრის თავისუფლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ფასეულობების დაცვა, ქრისტიანული ტოლერანტობის და ადამიანის თავისუფლების პატივისცემა, რაც ჩვენი კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად