ცქიტიშვილი: ჩემი ღიმილი 20 ივნისის კადრებმა კი არა, “ნაცმოძრაობის” უსუსურმა ქმედებამ გამოიწვია

დღეს საქართველოს განახლებული მთავრობის მინისტრთა კაბინეტის კანდიდატები, პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” შეხვდენენ.

ფარაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, სანამ კითხვას დასვამდნენ დეპუტატები 20-21 ივნისის მოვლემების ამსახველი ვიდეო რგოლი გაუშვა პლენარული სხდომის დარბაზში. რაზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღიმებოდა.

მინისტრის ღიმილს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაია ცქიტიშვილმა ღიმილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განამარტება გააკეთა და განაცხადა:

“პირველ რიგში ალბათ ისევ ინტერპრეტირება არის ძალინ დასანანი, როდესაც ასეთი სახის ინტერპრეტირება ეძლევა ამ ყველაფერს, სინამდვილეში პირველ რიგში ღიმილი გამოიწვია არა კადრებმა, რომელიც უმძიმესი სანახავია. ეს კადრები ჩვენ ვნახეთ 2-21 ივნისის ღამეს და მას შემდეგ გვქონდა არაერთი საშუალება სხვადასხვა ტიპის კადრები გვენახა, მათ შორის შტურმის კადრები. მთლიანად ეს ღამე და მოვლენები რომელიც ჩვენ ვიხილეთ 20-21-ში ძალიან ტრაგიკულია მთლიანობაში.

რაც შეეხება ჩემს ღიმილს, ღიმილის მომგვრელი არის ოპოზიციის ქმედება, “ნაციონალურ მოძრაობის” ქმედება რომელსაც აღარაფერი დარჩენია იმდენად სასაცილო და უსუსურად გამოიყურება  როდესაც მას პოლემიკაში შესვლის საშუალება აღარ აქვს. აღარ დარჩათ არაფერი სალაპარაკო და ნაცვლად იმისა, რომ ის აპირებს ხალხის კითხვებით წარსდგეს ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ მუსიკალურ კლიპს, რომელიც არი სპექტაკლის ნაწილი. იმ კლოუნადის ნაწილი, რომელიც დადგა ჯერ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, შემდეგ უკვე “ევროპულმა საქართველომ”. ეს არის მათი ხელწერა, რომელსაც ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმართავდნენ, მოდელირებული ვირტუალური საქართველოს შექმნა, რომელშიც ისინი ჯერ ჩვენ გვაცხოვრებდნენ უამრავი წლის განმავლობაში, შემდეგ უკვე თავის ამომრჩეველს და საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც და ცდილობდნენ რომ ეს მოდელირებული რეალობა ამიტომ მეცინება….

მე ნამდვილად მეცინება და გამეცინება იმაზე თუ რამდენად უსუსურია  ოპოზიცია და რამდენად და რა უნიჭო სპექტაკლებს დგამენ და მათ შორის, უნიჭო მსახიობებითაც… ნამდვილად ძალიან მეცინება როცა სალომე სამადაშვილი ეროვნული მთავრობის დაბრუნებაზე საუბრობს და ასეთ გულმხურვალე საუბარს იმ ადამიანებისგან ვისმენთ, ვინც მთელი წლების მანძილზე ძალადობით, ხელისუფლების უზურპირებით, ადამიანების ცემით, ადამიანების მოკვლით მართავდნენ ამ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისგან ასეთი ტიპის კლიპი იქნება, კადრები, თუ ქმედება, რაც დღეს ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობისგან და ევროპული საქართველოსგან არის მათი ხელწერისა და სახის დემონსტრირება” განაცხადა მაია ცქიტიშვილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...