ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე: ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელნი არიან ამ პროექტში

ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის შესახებ აცხადებს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ცოტა ხნის გავრცელებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კიდევ ერთ შანსს აძლევს და ამ ეტაპზე ხელშეკრულებას არ გაწყვეტს.

„კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან იმის ბრალდება, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა, რომ ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაზე, უბრალოდ არათავსებადია ერთმანეთთან.

რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არა მარტო შავ ზღვაში, არამედ ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა გასცდა გაბედული პარტნიორობის ფარგლებს, ეს არის გრძელვადიანი ისტორიული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ისეთ პროექტებში, როგორიც არის პორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ამერიკელი ინვესტორები არიან მისასალმებელნი ამ პროექტში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, მთავრობა ამ ეტაპზე უარს ამბობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად