ცქიტიშვილი: ახლა არის ის დრო, როდესაც ანაკლიის კონსორციუმთან სამუშაო ფორმატში გვაქვს შეხვედრები

ამის შესახებ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პარლამენტში ვიმყოფებოდი, როგორც მინისტრის საათის ფორმატში, ასევე სპეციალურადაც ცალკე, უშუალოდ ანაკლიის თემასთან დაკავშირებით მოსმენის რეჟიმში, ასევე კიდევ პარლამენტში მქონდა საშუალება ცალკე გამოსვლის, ასევე არაერთი დებატი, არაერთი ღია განცხადება, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვიჭირს ღია და საჯარო საუბარი.
ასევე, გახსოვთ, რომ ჩემი მხრიდან მოხდა შეთავაზება ხაზარაძისთვის, რომელიც მაინც ანაკლიის კონსორციუმის ძირითადი წარმომადგენელია, ასევე ხაზარაძესვე შევთავაზე, რომ ღია სატელევიუზიო დებატები გაგვემართა, რაზეც უარი მივიღე.
ახლა არის ის დრო, როდესაც ჩვენ კონსორციუმთან შეხვედრები გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ჩვენ მათთან შეხვედრების პრობლემა არ გვქონია. ახლაც, ამ კვირაში ვთანხმდებით იმ დროზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ამდენად, ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფომანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის, ჩვენ ამ შეხვედრებს აუციულებლად გავმართავთ, აუცილებლად გავმართავთ იმ ფორმატში, იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ორივე მხარეს, მოვძებნოთ ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად