ცქიტიშვილი: 27 ახალ სკოლას ავაშენებთ ყველა რეგიონში და 83 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 27 ახალი სკოლა აშენდება, რომელიც ფაქტობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. ასევე მოხდება 83 სკოლის რეაბილიტაცია. ამისთვის კი, 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„ქვეყანაში გვაქვს ავარიული სკოლები, ასევე სკოლები, რომელთა არსებული ინფრასტრუქტურაც ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მშენებლობის გარდა, ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად წელს ვიწყებთ 83 სკოლის რეაბილიტაციის პროგრამას, ქვეყნის მასშტაბით.

განათლება ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია და შსაბამისად, არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. დაწყებულია საპორექტო სამუშაოები 27 სრულიად ახალი სკოლის მშენებლობისთვის, რომელიც ფაქტობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. განათლების სამინისტროსთან ერთად განსაზღვრული საჭიროებიდან გამომდინარე ვაშენებთ როგორც მცირე, ისე დიდ კონტიგენტიან სკოლებს. 2020 წლისთვის 4 000-მდე მოსწავლე უკვე ახალ სკოლებში გააგრძელებს სწავლას“-აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...