მაია ცქიტიშვილი: 2020 წელს 50-ზე მეტი საბავშვო ბაღი აშენდება

ამის შესახებ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სკოლების მშენებლობებზე საუბრისას განაცხადა.

” მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით 2020 წელს მხოლოდ ჩვენი სამინისტრო ბიუჯეტი ორმაგდება, ეს არის 150 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება 50-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას, 19 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და 70 მეტ სკოლაზე მეტის მშენებლობა და რეკონსტრუქცია დაიწყება. გარდა ამისა, მოგეხსენებატ, რომ მუნიციპალიტეტები იყვნენ უზრუნველყოფილი 40 მილიონი ლარის რესურსით, რომლითაც მათ შეძლეს 600-ზე მეტი სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება და ეს პროცესი შემდეგ წელს აუცილებლად გაგრძელდება. ასევე 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხერხდება 2020 წელს წელს და ეს იქნება ჩვენი სამინისტროს წვლილი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში”,-

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად