წყნეთში სმარტი და დანქინ დონატსი მაისში გაიხსნება

NULL

ამერიკული რესტორნის ქსელი საქართველოში ფართოვდება. სმარტისა და დანქინ დონატსის ქსელი წყნეთში მაისის ბოლოს გაიხსნება. როგორც ვისოლ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, საქართველოში ჯამში 15-მდე დანქინ დონატსის ქსელის გახსნა იგეგმება. კომპანიის გეგმებში შედის გორის ტრასაზე სმარტისა და დანქინ დონატსის გახსნაც. გორში ახალი ფილიალები ივნისში გაიხსნება.

ამერიკული რესტორნების ქსელის დანკინ დონატს-ის ორი ფილიალი თბილისში ოფიციალურად იანვრის ბოლოს, ჭავჭავაძის გამზირსა და საბურთალოს ქუჩაზე გაიხსნა. ცოტა ხნის წინ, კი დანქინ დონატსის ფილიალი ლესელიძის ქუჩაზეც გაიხსნა.

ვისოლ ჯგუფმა დანკინ დონატსის საქართველოში შემოყვანა 3 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად