წყნეთში, გორგასლის N53-ში, წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, წყნეთში, გორგასლის N53-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება.

პროექტის ფარგლებში, ექვსი კორპუსის ტერიტორიაზე მიწისქვეშ სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რებილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.
წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 123 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს “ოკრიბა” აწარმოებს.

კომენტარები
იტვირთება...