წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის ახალი საფუძველი მზადდება, რის შემდეგაც, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად გზა 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდება.

კომპანია „ჯივიპის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლისა და წყალარინების ქსელები უკვე განახლდა. ორი ქსელი კი, კომპანიამ „სილქნეთი“ გამოცვალა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

„წყნეთში გზების რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩა კაპიტალურად განახლდება. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა მიწისზედა ფართობის მოწესრიგება მიმდინარეობს, რაც გზის საფარის აღდგენას გულისხმობს. მინდა, აქ მაცხოვრებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო, თუმცა, შედეგად, ჩვენ ხარისხიან გზას, განახლებულ წყლისა და წყალარინების ქსელებს მივიღებთ“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაციისთვის 242 415 ლარი გამოიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად