წყლის დონის მომატების გამო, ინდონეზიის ორი კუნძული სრულად ჩაიძირა

ინდონეზიის ორი კუნძული ბეტეტი და გუნდული, ზღვის წყლის დონის მომატების შემდეგ, სრულად წყალში აღმოჩნდნენ.

ეს დაუსახლებელი კუნძულები პროვინცია სამხრეთ სუმატრას ნაწილს წარმოადგენს, ისინი ზღვის დონიდან 1 მეტრისა და 3 სამი მეტრის ქვემოთ აღმოჩნდნენ. კუნძულების ჩაძირვის მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებენ, რის გამოც მსოფლიო ოკეანის დონემ აიწია.

კუნძული ბეტეტი ბერბაკ-სემბილანგის ეროვნული პარკის ნაწილს წარმოადგენს. ეროვნული პარკის ხელმძღვანელმა აფან აბსორიმ დაადასტურა ინფორმაცია კუნძულის ჩაძირვის შესახებ.

მთლიანობაში, სამხრეთ სუმატრაში 23 პატარა კუნძულია. ზოგიერთი მათგანი დაუსახლებელია, ზოგიერთზე კი ადამიანები ცხოვრობენ. კიდევ ოთხი კუნძული შეიძლება აღმოჩნდეს ჩაძირვის საშიშროების წინაშე, ესენია – ბურუნგი, კალონგი, სალახ ნამო და კრამატი. ამასთან, კუნძული სალახ ნამო დასახლებულია, მასზე მეთევზეები და ფერმერები ცხოვრობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად