წყლიდან ამომხტარი ხმალთევზა ბიჭს კისერში შეესო

ინდონეზიაში ნავით სათევზაოდ მყოფ 16 წლის მოზარდს ხმალთევზა დაესხა თავს.

მუჰამედ იდული იხსენებს, რომ სკოლის მეგობარ სარდისთან ერთად, ღამით, ნავებით გავიდნენ სათევზაოდ. პლაჟიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ზღვაში შესვლის შემდეგ, როდესაც სარდიმ თავი ნავი შეაჩერა და ფარანი აანთო, მუჰამედს წყლიდან ამომხტარი ხმალთევზა ეძგერა, კისერში შეესო და დარტყმის ძალით ნავიდან გადააგდო.

მუჰამედმა, რომლის კისერშიც ხმალთევზა თავის გრძელი და მახვილი ცხირით იყო შესობილი, თევზის მოშორებას და თავისუფლად ცურვას ვერ ახერხებდა და საშველად სარდის უხმო. სარდიმ მუჰამედს ხმალთევზას მოცილების განზრახვაზე, მოსალოდნელი სისხლდენის გამო, ააღებინა ხელი და ასე, კისერში ცხვირით შერჭობილი 75 სმ სიგრძის ხმალთევზით ხელში, გაიყვანა იგი ნაპირზე.

ამის შემდეგ მუჰამედი მამამ სოფლიდან საათნახევრის სავალი მანძილით დაშორებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა თევზის ძირითადი ნაწილი მოაშორეს, მაგრამ კისერში შესობილ თევზის ცხვირს ხელი არ ახლეს სათანადო ინსტრუმენტების არქონის გამო. სამხრეთ სულავესის დედაქალაქ მაკასარეს სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი მუჰამედის კისრიდან შესობილი ხმალთევზას ცხვირის ამოცლას ერთსაათიანი ქირურგიული ჩარევა და 5 სპეციალისტი დასჭირდა.

საავადმყოფოდან მუჰამედი 5 დღის შემდეგ გაწერეს. მას კისერი აღარ სტკივა, თუმცა თავს მარჯვნივ ჯერ ვერ ატრიალებს და კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად