წყალტუბოში, სოფელ ზარათში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი დღეს ღამით გაჩნდა და დაახლოებით ერთ ჰექტარზე, ბუჩქნარზე იყო გავრცელებული. 

ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. "ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია, მოსახლეობამდე მისი გავცელების საშიშროება თავიდანვე არ არსებობდა, ვინაიდან ის ადგილი სადაც ხანძარი იყო, კილომეტრით არის დაცილევული მოსახლეობას.

წყალტუბოს და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება"- განაცხადა "აიპრესთან" წყალტუბოს მერმა გია იოსელიანმა. ამ დროისთვის, წყალტუბოს რაიონის სოფელ ზარათში წვიმს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად