წყალტუბოში, სოფელ სორმონთან ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი იმერეთში. ცეცხლი წყალტუბოს რაიონის სოფელ სორმონის ტერიტორიაზე ეკალ_ბარდს გაუჩნდა.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სოფელ რიონის ტერიტორიაზე მდებარე ჩაის ბუჩებსაც გადაედო. ამ დროისთვის ვერ დგინდება ხანძრის ზუსტი მასშტაბი.
ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.

ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს. ხანძარი ერთი სააათის წინ გააჩნდა. რიონისა და სოფელ სორმონის საზღვარზე.
როგორც “აიპრესს” წყალტუბოს მერიაში განუცხადეს, დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება წყალტუბოს მერი შესაბამისი სამსახურის წარმომადგნლებთან ერთად

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად