წყალტუბოში, სოფელ სორმონის მკვიდრებმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის მაცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და გაზიფიცირების საკითხის დროულ გადაჭრას ითხოვენ. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. მათი თქმით სოფელში შიდა გზები დაზიანებულია რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის, ასევე სოფელი გაზიფიცირებული არ არის, ადგილობრივებს კი შეშის მოჭრის უფლებასაც არ აძლევენ.

ადგილობრივების პროტესტს შეუერთდა პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, მან ხელისუფლების წარმომადგენლებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

წყალტუბოს მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი კი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მიერ გაჟღერებულ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და გზისა და გაზის პროექტირება მიმდინარეობს.

“სოფელ სორმონში ორი წლის წინ გაკეთდა ბეტონის გზა რომელიც 700 000 ლარი დაჯდა,ასევე არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რომლითაც მოხდება შიდა გზების გაკეთება,რაც შეეხება ამ მონაკვეთს რაზეც საუბრობს მოსახლეობა ,მიმდინარეობს ამ გზის პროექტირება და მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს სამუშაოები.რაც შეეხება გაზს ესეც პროექტირების ეტაპზეა და წლის ბოლოდან ან 2021წლის დასაწყისიდან დაიწყება სამუშაოები.შეშაზე იყო პრობლემა ტყეკაპებთან დაკავშირებით და დამატებით გამოიყო ორი ტყეკაპი,რითაც შეუძლიათ ისარგებლონ,მინიმალური თანხაა გადასახდელი.”_განაცხადა ალექსანდრე დადუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად