წყალტუბოში სოფელ ქვიტირში მოსახლეობის მოთხოვნით, საბავშვო ბაღს კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა

„ქვიტირი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული სოფელია. წელს მოსახლეობის მოთხოვნა გავითვალისწინეთ და საბავშვო ბაღში კიდევ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი გავხსენით, შესაბამისად გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილებიც. ამიერიდან ქვიტირის ბაღში ორი ჯგუფი იფუნქციონირებს“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

“ქვიტირის საბავშვო ბაღში სურსათის უვნებლობის სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყო ახალი ჯგუფისათვის საჭირო სივრცე, ამ ბაღში აღსაზრდელთა მზარდი კონტიგენტის გამო, მართლაც საჭირო იყო ჯგუფის გაყოფა და ახალი აღსაზდელების მიღება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ოპერატიულად შესრულდა საჭირო სამუშაოები. ამჟამად ქვიტრის ბაღში 60 აღსაზრდელი შესაძლებს სკოლამდელი განათლების მიცემას”, – აღნიშნა ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველმა გიორგი იობიძემ.

ქვიტირის ბაღში ახალი ჯგუფის გახსნას მერის წარმოამდგენელი თეიმურაზ ჭეიშვილი ესწრებოდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად