წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,აიპრესს” განუცხადეს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყებაში დამატებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით კი მე-12 კლასის მოსწავლე ცივი იარაღით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. დაზარალებულ მოზარდს კლინიკაში მკურნალიბენ.

,,აიპრესი” დეტალებს არკვევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...