ნაცემია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით გადამღები ჯგუფი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ოჯახში მიდიოდა, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.
ჟურნალისტი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ” ბ” ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
დადგენილია ერთი პირი, რომელიც პოლიციაშია გადაყვანილი.