წყალტუბოში პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას

სოხუმის დაცემის დღიდან 26 წლის შემდეგ წყალტუბოში შეკრებილმა აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა, საკრებულოს, მერიის, ააიპ-ების თანამშრომლებმა, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილისა და ქვეყნის ერთიანობის საკითხის შესახებ ისაუბრა ა(ა)ი.პ “წყალტუბოს კულტურის ცენტრის” სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა ია კუხალაშვილმა.

“დღეს ჯვართამაღლებაა… უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული. დღე, როდესაც მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ.

დღეს სოხუმის დაცემის დღეა!.. ქართველთათვის ყველა დამარცხებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მოლოდინით სავსე, იმედით სავსე, რომ რწმენა, სიმშვიდე და მოთმინება ისევ მოახდენს სასწაულს და ისევ ერთ მთლიანობად აქცევს საქართველოს და აფხაზეთს-” აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად