წყალტუბოში კორპუსებთან მისასვლელი გზების, ჩიხების და ცენტრალური მაგისტრალების 90-% განახლებულია

ქალაქ წყალტუბოს მასშტაბით, საცხვორებელ კორპუსებთან მისასვლელი გზების, ჩიხების და ცენტრალური მაგისტრალების 90-% განახლებული და რეაბილიტირებულია.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გათვალიწინებული სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოების მიმდინარეობა და ხარისხი მერთან ერთად მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ შეამოწმა.

წყალტუბოს მერის თქმით, სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში მიმდიანრეობს და ქალაქის ტერიტორიაზე.

ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილსა და ლერმონტოვის ქუჩის შემაერთებელი გზის, ასევე კოლხეთის ქუჩის N25, N27, N29, N31 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება კიუვეტები, ცხაურებით. პორექტის საერთი ღირებულებ „120 630 ლარია.

კოლხეთის ქუჩაზე გზის გარდა, მოეწყობა ბორდიურები, შეკეთდება საკანალიზაციო ჭები და შეიცვლება სახურავები. სამუშაოებს შპს.“ჯ დაჯ“ ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად