წყალტუბოში კორონავირუსის ფაქტის დადასტურების შემდეგ ათი ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

“რაც შეეხება წყალტუბოს, გუშინ გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა და გუშინვე დავიწყეთ კონტაქტების კვლევა. ყველაზე ახლო კონტაქტები მოთავსებული არიან კარანტინის ზონაში, მათი ანალიზის პასუხები დღეს გვიან იქნება უკვე ცნობილი, კვლევა გრძელდება და ვინც გამოვლინდება გადავა ან კარანტინის ზონაში, ან თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე კარანტინშია ათი ადამიანი, ესენი არიან ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კოლეგები. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, როგორც იცით, სიტუაცია იცვლება ხოლმე საათობრივად და თუ ამის აუცილებლობა დადგება შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამ ადამიანს ჰქონდა “ლიბერთი ბანკის” თანამშრომელთან კონტაქტი, თუმცა არანაირი საშიშროება არ არის”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაუდგინდა. ინფიცირებულის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად