წყალტუბოში, ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორი 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ “მეგობრობაში” გაჩენილ ხანძარს.

შენობაში დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად, შენობის მეორე სართულზე, ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა.

ფატქი “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გაუფრთხილებლობით ნივთის განადგურებას და სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად