წყალტუბოში “ევროპის დღის” ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს

წყალტუბოში “ევროპის დღის” ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს. “ევროპის დღე” ოფოციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა გახსნა. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იმართება.

აქვე მოწყობილია ევრო- სოფელი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების იმიტირებულ პროცესში ჩაერთონ. ბავშვებისთვის მოწყობილი არის გასართობი სივრცე. ხოლო ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში.

გახსნის დროს მოსახლეობას სიტყვით მიმართეს წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა- დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ.

დღესვე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძე “ევროპის დღეები 2019”-ის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...