წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია სრულდება

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა დაათვალიერეს.

“ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს, პროექტის ღირებულება 1 679 894 ლარია. შადრევნის რეაბილიტაცია მოიცავს მის სრულად აღდგენას, ასევე დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს”,- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

მუსიკალური შადრევნის მოწყობა, შესაბამისი განათებისა და გახმოვანების სიტემების მონტაჟის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მისი სრული რეაბილიტაცია აქამდე არ მომხდარა, პროექტის განხორციელების შედეგად მწვანე ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ტურისტებისთვის კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოეწყობა, მოხდება ასევე საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად