წყალტუბოს სოციალურ კაფეში – “ვირტუალური ტური იმერეთში” პრეზენტაცია გაიმართა

18 სექტემბერს წყალტუბოს სოციალურ კაფეში პროექტის – ,,ვირტუალური ტური იმერეთში’’ პრეზენტაცია გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

"პროექტი მიმდინარე წლის ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 25 000 ლარით დააფინანსა და იგი ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის "წყალტუბოს განვითარების ფონდის" ინიციატივით დაორგანიზებით ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვირტუალური რეალობის ტური წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე (წყალტუბოს ცენტრალური პარკი, ცივიტბა, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიას ნაკრძალი.) ტური გულისხმობს: დრონით გადაღებული 360 გრადუსიანი სადემონსტრაციო ვიდეოს პრეზენტაციას, რომელიც პროგრამულად განთავსებულია სათვალის ფორმის აქსესუარში. ამუკანას კნელის მეშვეობით, დაინტერესებული პირები (მოსწავლე-ახალგაზრდები, ტურისტები და სხვა) ვირტუალურად იმოგზაურებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ვირტუალური სათვალეების 1 სტენდი, რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების ორიგინალური ფორმით გასაცნობად ქუთაისში ტურიზმის ეროვნული ცენტრის შენობაში განთავსდება.

მოგვიანებით რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება პროექტის შესახებ საგანმანათლებლო ტრენინგი და მოეწყობა ვიდეო-პროექციის ჩვენება. 

ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე – ნათია კობიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად