წყალტუბოს სოფელ მაღლაკიში, მამაგეიშვილების უბნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ადგილობრივი ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მათი თქმით, წლებია უშედეგოდ ითხოვენ იმ გზის მოწყობას, რომელიც 200-მდე ოჯახს ემსახურება. საუბარია გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე.

ადგილობრივების თქმით, მოსახლეობამ გზის შეკეთების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე ნჯერმე მიმართა.
წყალტუბოს მერიისგან პასუხად მიიღეს, რომ გზის მოწესრიგება მიმდინარე წელს ვერ მოხდება, რადგან ბეტონის საფარი გაძვირებულია და ბიუჯეტს შესაბამისი თანხები არ აქვს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ მაღლაკში, მამაგეიშვილების უბნის პრობლემა მათთვის ცნობილია. გზის მოსაწყობად შედგენილი პროექტი მოსახლეობამ დაიწუნა, ხოლო პროექტი, რომელსაც ადგილობრივები უჭერენ მხარს, ძვირი ჯდება. მერის მოადგილე გზის მოწყობის ბოლო ვადად 2020 წელს ასახელებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოქმედებას ვერ დაინახავს, სოფლის მკვიდრები წყალტუბოს მერიასთან პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...