წყალტუბოს სოფელ გუმბრინის სკოლას აფხაზეთის ომის გმირის გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომის გმირის გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა.
აღნიშნულ სკოლაში დღეს გოჩა წულაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პარლამენტარი გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ალუ გამახარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი დაესწრნენ.
შეკრებილებმა ისაუბრეს გოჩა წულაიას სამშობლოს დაცვის საშურ საქმეში შეტანილ წვლილზე, მის ღირსებებზე, მიზნებსა და ადამიანურ თვისებებზე.
“ჩვენი ვალია, გვახსოვდეს სამშობლოსთვის დაღუპული ვაჟკაცები, ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ გასწირეს, დღეს კიდევ ერთი ასეთი გმირის სახელი მიენიჭა სკოლას, ეს ფაქტი არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გმირებს არ ივიწყებენ და სათანადო პატივს მიაგებენ”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
გოჩა წულაია სოფელ გუმბრინის სკოლის წარჩინებული და გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ 22 წლის წარმატებულმა სტუდენტმა სამშობლოს დაცვის გადაწვეტილება მიიღო, მშობლებს წერილი დაუტოვა და აფხაზეთის ომში წავიდა, სადაც გმირულად დაიღუპა.
გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ მშობლიურ სკოლას გმირის სახელი მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად