წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე: სამსახურიდან უსამართლოდ გამათავისუფლეს

წყალტუბოს N 2 საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე სამსახურიდან უსამართლოდ გათავისულების შესახებ საუბრობს. სკოლის დირექტორი სასამართლოს დასრულებამდე კომენტარისგან თავს იკავებს.

აკაკი ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სკოლაში წყლის გამათბობელი არასწორად დამონტჟდა რის გამოც დირექტორთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან კონფლიქტი ჰქონდა. ამას დაემატა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები რაც საბოლოოდ მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა”.

ოფიციალური ბრძანებით კი პოედაგოგიური ეთიკის დარღვევა გააფორმეს. დავა ახლა სასამართლოში მიმდინარეობს.

“აიპრესი” წყალტუბოს N 2 საჯარო სკოლის დირექტორს გიორგი ბენიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით მომხდართან დაკავშირებით კომენტარს სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ გააკეთებს.

„ბატონ აკაკის აქვს საკუთარი აზრის ღიად გამოხატვის აბსოლუტური უფლება. მიმდინარეობს სასამართლო დავა და სანამ საბოლოო განაჩენს მოსამართლე არ გამოიტანს თავს ვიკავებ კომენტარის გაკეთებისგან“-განაცხადა გიორგი ბენიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად