წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სანიაღვრე გზების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება გრძელდება

სოფელ გეგუთში, ვარციხ-ჰესის დასახლებაში, მრავალბინიანი სახლის სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად ითხოვდა.

სამუშაოებს შპს „ქუთაის წყალმშენი ახორციელებს“, ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 699 ლარი იხარჯება.

ქუჩაზე სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს ქალაქ წყალტუბოში, ნინოშვილის და ავალიანის ქუჩებზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90869 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს. „მიმდემი“ ახორციელებს.

სამუშაოები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან, ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
“საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გამართული საცხოვრებელი პირობები ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მოქალაქეს, ჯანსაღ გარემოს და მეტ ტურისტს ჩვენს ქალაქში“ – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად