წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გუბისწყალზე, სადაც 20 ჰექტარზე გაშენებულია მოცვის პლანტაცია USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ დაფინანსებული სამაცივრე მეურნეობა შპს „აგრო +“ გაიხსნა.

სამაცივრე მეურნეობის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ბესიკ გოფოძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ.

USAID-ის მეშვეობით წყალტუბოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა, სოფელ გუბისწყალზე სამაცივრე მეურნეობის ფუნქციონირება არის მნიშვნელოვანი კენკროვანი კულტურების თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოების და ექსპორტზე გატანის მიმართულებით, ამასთან ერთად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და ქართული, ეკოლოგიურად სუფთა კენკროვანი კულტურის წარმოების განვითარებას’’, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

შპს „აგრო +“ დირექტორის კახა ადამაძის განცხადებით, სამაცივრე მეურნეობაში მოხდება მოცვის წინასწარი გაცივება და დასაწყობება. საწყობი მომსახურებას გაუწევს ჟოლოს და უეკლო მაყვლის მწარმოებელ ფერმერებს წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის პერიოდში კომპანიის გათვლებით 15ჰა-დან მიღებული იქნება 280 000კგ მოცვი და მისი გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 627 658 აშშ დოლარს შეადგენს. შპს „აგრო +“ შექმნის 134 სეზონურ სამუშო ადგილს სამაცივრე მეურნეობის ოპერატორებისთვის, მოცვის მკრეფავებისა და დამხარისხებლებისთვის. კომპანია ასევე 135 ფერმერს გაუწევს კონსულტირებას.
2015 წელს შპს „აგრო +“ ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“. კომპანიამ 8.4 ჰექტარზე მოცვის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 99,700 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 89,745 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 9,960 ლარზე მეტი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.

USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს უზრუნველყოფს 7.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანაინვესტირებით და გაუწევს მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...